- 25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და სრულდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს.ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულში აქტიურად ჩაერთო როკითის საჯარო სკოლის ეკოკლუბი “ბიოფილები“ და როკითის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,მომავლის თაობის “ წევრები. შეიმუშავეს პროექტი გენდერულ თანასწორობაზე, ბაღდათის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით. მისი მიზანი ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები მთელს მსოფლიოში ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან. სტატისტიკის მიხედვით დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი ძალადობა. საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია.პროექტის ფარგლებში დაიგეგემა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- · კლუბის ყოფილმა ლიდერმა ნანა ლაბაძემ ჩაატარა სემინარი გენდერულ თანასწორობაზე,რომელსაც ესწრებოდა მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, სადაც ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე და აღმოფხვრის გზებზე;
- · თემაზე ოჯახური ძალადობა საქართველოში, ისაუბრა ბაღდათის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა სოფო ნატრიაშვილმა;
- · მოეწყო ნახატების კონკურსი;
- · გაკეთდა ვიდეო ფილმები, რომლითაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოჯახური ძალადობის მაგალითები და მოუწოდეს მოსწავლეებსა და თემის წევრებს რომ არ შეეგუონ არანაირ ძალადობას და მიმართონ შესაბამის ცხელ ხაზს.
- · გაკეთდა ვიდეო მიმართვა: „ყველა ქალს აქვს სათქმელი“
- · 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ნარინჯისფერი აქსესუარებით სოლიდარობა გამოუცხადეს ძალადობის მსხვერპლ ქალებს და დაგმეს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ყოველგვარი ძალადობა.
- · მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, რომლითაც მოსწავლეები პროტესტს უცხადებენ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და ყურადღებას ამახვილებენ თანასწორუფლებიანობაზე .
- · დამზადდა ბუკლეტები და გაავრცელეს თემში.
- · ჩატარდა სემინარი თემაზე ქალთა მიმართ ძალადობა და წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე ,,ქალების წვლილი ,ღვაწლი მსოფლიო ისტორიაში, სადაც აჩვენეს თუ როგორ იყვნენ ისინი აქტიურად ჩართული რთული ცხოვრების ქარტეხილებში: ,,თამარ მეფე“, წმინდა ნინო, ქეთევან დედოფალი, ,,ელიზაბედ ტიუდორი’’, ინდირა განდი , მარგარეტ ტეტჩერი.
- · კლუბის წევრმა ანი სარალიძემ გააკეთა პრეზენტაცია „10 საოცარი ნივთი, რომელიც ქალებმა გამოიგონეს“.
- · მოსწავლეები შეხვდნენ რაიონის საპატიო მოქალაქეს, რაიონის დამსახურებულ მსახიობს ქალბატონ ,,ეთერ დევაძეს“ მან მოსწავლეებს მოუყვა თავისი წარმატების შესახებ და იმაზე თუ როგორ უწყობდა ხელს მას მეუღლე და ოჯახი რათა მიეღწია წარმატებას. გაიხსენა წინააღმდეგობრივი ფაქტები, როცა მას ეღობებოდნენ წარმატების მიღწევაში, როგორ დაძლია მან ყოველგვარი დაბრკოლება და მიაღწია სასურველ შედეგს. მან აღნიშნა რომ ქალს ცხოვრებაში შეიძლება მრავალი წინააღმდეგობა შეხვდეს, მაგრამ ის არ უნდა შეუშინდეს ამას და წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევს.
- · შეხვდნენ იურისტს, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა ქალთა მიმართ ძალადობაზე, კანონის წინაშე ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე და საერთოდ თანასწორუფლებიანობაზე, იურისტი ასევე შეხვდა სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს გააცნო იგივე თემა და მოიყვანა მაგალითები თავისი პრაქტიკიდან უთანასწორობაზე.
- · სკოლის მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები სახელწოდებით ,,ჩვენ თანასწორნი ვართ“ და გააკრეს ისინი, როგორც სკოლის კედლებზე, ასევე თემში.
- · შეხვედრა მოეწყო სოფლის ექიმთან ირმა არწივიძესთან, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა ექიმის პროფესიაში ქალის და მამაკაცის თანაბარ უფლებებზე, მთავარია ცოდნა, გამოცდილება და მონდომება, რომ ხალხს ემსახურო.
- · ნახეს ნახატი ფილმი ქალი და მამაკაცი გაიმართა დისკუდია........
- · შეხვდნენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს ბაღდათის გაზეთს ,,ჩემი გაზეთი-ს“ რედაქტორს ანა ქორიძეს. რომელიც ესაუბრა მოსწავლეებს რაოდენ მნიშვნელოვანია თანასწორობა და როგორ მხარდაჭერას გრძნობს ის თავისი ოჯახის მხრიდან(მას მეუღლე და 2 შვილი ჰყავს)და როგორ მიაღწია მათი თანადგომით წარმატებას. აღნიშნა რომ ახალ ნომერში ერთ სტატიას დაუთმობს ჩვენს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
- · 10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ნანა ლაბაძემ და მარიამ ბრეგაძემ ჩაატარა ტრენინგი. ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციაზე, რომელიც ეხება სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა.შ.
- მდგრადი განვითარების მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება, მიზანი 3- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მიზანი- 5 გენდერული თანასწორობა, მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 "ურთიერთობა მდგრადი განვითარებისთვის"
Saturday, January 18, 2020
პროექტი: ყველა ქალს აქვს სათქმელი!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
-
პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო ზღაპრის საათი, რომლის მიზანი იყო ბაღის აღსაზრდელებისთვის გვესწავლებინა წიგნის სიყვარული და კვირაში ერთხელ ვ...
No comments:
Post a Comment