როკითის ეკოკლუბის „ბოფილების“ ინიციატივით სკოლაში საახალწლო განწყობა შეექმნა და გაეხარებინა მოსწავლეები და მასწავლებლები გადაწყვიტეს სკოლის შემოსასვლელი საახალწლო ატრიბუტებით გაელამაზებინათ. ერთი კვირის მუშაობის შედეგად შექმნილმა ნიმუშებმა სკოლის დერეფანში გადაინაცვლეს და დილით მოსულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ლამაზი დერეფანი დაახვედრეს.რისთვისაც მადლობა დაიმსახურეს.
მეორე ინიციატივა იყო წინა საახალწლოდ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და . შემოსული თანხა საქველმოქმედოდ გამოეყენებინათ
და ისტორიის მასწავლებლის გამოჯანმრთელებისათვის გადაერიცხათ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ კონკრეტულ აქტივობაში ჩაბმის სურვილი გამოთქვა სსმ პირმა, რამაც ჩვენი მხრიდან დიდი სიხარული და მზაობა გამოიწვია.
ბოლოს ჩატარდა საახალწლო ეკოვიქტორინა, რომლის
მიზანი იყო საახალწლო განწყობის შექმნა, მოსწავლეთა ჩართულობა, წახალისება და მოტივაციის
ამაღლება.ვიქტორინა იყო საინტერესოც და სახალისოც.
კლუბი იმედოვნებს, რომ მოსწავლეთა ჩართულობა ახალ
კონკურსებშიც აქტიურად გაგრძელდება.
მდგრადი განვითარების მიზანი 4: ხარისხიანი განათლება.
მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.
მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის
No comments:
Post a Comment