მხიარული სტარტები მოსწავლეების ყველაზე საყვარელი თამაშია.სპორტული
აღზრდა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვა
როკითის და ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბების პრიორიტეტია. და ეს დღეც დადგა.
ეკოკლუბების მიერ დაგეგმილი მხიარული სტარტები
ჩატარდა როკითის საჯარო სკოლაში.ერთმანეთს შეხვდნენ როკითის და N1 ბაღდათის სკოლის
მოსწავლეები. მხიარული სტარტების მიზანი იყო: მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაცია,მიზანდასახულობის,გუნდურობის პრინციპების დანერგვა და სისწრაფის,
მოქნილობის, გამძლეობის და კოორდინაციის უნარების გაუმჯობესება.კლუბის წევრებმა დახმარება
ახალ სპორტის მასწავლებელს სთხოვეს, მასაც გაუხარდა, დიდი სიამოვნებით იმსაჯა და მოსწავლეებს
წარმატებები უსურვა.
გუნდები ერთმანეთს 12 სხვადასხვა საინტერესო, სახალისო
სპორტულ თამაშში და დაბრკოლებების გადალახვაში
შეეჯიბრნენ. ერთი ლამაზი და მხიარული დღე ჩაიწერა მოსწავლეების ცხოვრებაში.
მდგრადი განვითარების მიზანი 3- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
მიზანი 17 - თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის.
No comments:
Post a Comment