როკითის ეკოკლუბ „ბიოფილების“ წევრმა ქეთი კბილაშვილმა
ჩაატარა სემინარი ავსტრალიის ხანძრის შესახებ.მოწვეული იქნა ბაღდათის N1 საჯარო სკოლის
ეკოკლუბ „გრინფისის“ წევრები.ქეთიმ ისაუბრა ავსტრალიის მასშტაბური ხანძრის შესახებ.
ავსტრალიის ტყის ხანძარმა იმაზე ორჯერ დიდი ტერიტორია გაანადგურა, რაც 2019 წლის აგვისტოში
ამაზონის ტყის ხანძარმა.ავსტრალიაში მძვინვარე ტყის ხანძარი იმდენად კატასტროფულია,
რომ დედამიწის ზედაპირიდან ათასობით კილომეტრის სიმაღლეზე მოძრავი თანამგზავრები კოსმოსიდანაც
ადვილად ამჩნევენ მოგიზგიზე ალსა და კვამლს. სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა
1500-მდე სახლი და 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის ენდემური, იშვიათი სახეობები,კოალების
პოპულაციის 30%-ზე მეტი – ეს ძალიან მოკლე შეჯამებაა იმის, რაც ავსტრალიამ გადაიტანა.ქეთიმ
ისაუბრა რას შეიძლება სავარაუდოდ გამოეწვია
ცეცხლი,შეიძლება თუ არა, რომ ავსტრალიის ხანძრები კლიმატის ცვლილებას დავაბრალოთ, და
მაინც, რატომ უნდა გვადარდებდეს ავსტრალიის ხანძარი? საშიშროება დიდია,დედამიწის ერთ
კონკრეტულ ადგილას მომხდარი ამბავი პირდაპირპროპორციულად აისახება მეორე ადგილზე. დედამიწაზე
ყველაფერი კავშირშია და თუ ხანძარმა ამაზონიდან ავსტრალიაში გადაინაცვლა, ჩვენ ვერ
გვექნება გარანტია, რომ ეს ხანძარი არ მოგვიახლოვდება.ქეთიმ აღნიშნა, რომ გავლენიანი
სახეები ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ავსტრალიის ტყის აღდგენაში.მოსწავლეებმა
ნახეს ფილმები:
გაიმართა დისკუსია. ორივე კლუბის მოსწავლეები აქტიურად
ჩაერთნენ დისკუსიაში, გააკეთეს პლაკატები მოწოდებებით
და დერეფანში გააკრეს.ბოლოს დაგეგმეს დაწყებითი
კლასის მოსწავლეებს ჩაუნერგონ ბუნების სიყვარული
და გააცნონ ავსტრალიის ბიომრავალფეროვნება
და ესაუბრონ მის მნიშვნელობაზე.
მიზანი 4-ხარისხიანი
განათლება
მიზანი 15:
დედამიწის ეკოსისტემები.
მიზანი 17 - თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის.
No comments:
Post a Comment