როკითის ეკოკლუბ „ბიოფილების“ და ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „გრინფისის“
წევრებმა 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღე აღნიშნეს და გაიარეს ნიკო კეცხოველის გზა. მოინახულეს კოლხეთის ეროვნული
პარკი.დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზი და კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების
სპეციალისტმა ნინო გუჯაბიძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა პალიასტომისა და შავი ზღვის
აუზის შესახებ, გააცნო ფოტო და ვიდეო მასალა.ნახეს ოქროს ტბა,სამწუხაროდ ცუდი ამინდის
გამო ნავებით პალიასტომში შესვლა ვერ მოხერხდა.მხოლოდ სურათები გადაიღეს პალიასტომის
ნაპირთან.
ბუნებრივი რესურსების სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა
მოსწავლეებს ესაუბრა მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის
2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი
ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო
ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში. მოსწავლეებს გააცნო მსოფლიოს უდიდესი ჭაობები. საქართველოში
საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები გვხვდება ქობულეთის დაცულ
ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში.ისაუბრა კოლხეთის ბიომრავალფეროვნების, პარკის
საერთაშორისო მნიშვნელობისა და გადამფრენი ფრინველების შესახებ,წითელ წიგნში შესული
სახეობების შესახებ.სემინარის შემდეგ პროცესი კითხვა- პასუხის რეჟიმში გადავიდა,ბოლოს
ქალბატონმა მანანამ მოსწავლეებს ვიქტორინაც კი ჩაუტარა.
ნინო გუჯაბიძე
დაგვეხმარა რომ ქობულეთის და კინტრიშის დაცული
ტერიტორიის სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიგვეღო მონაწილეობა.რადგან 2 საათამდე
დრო ჰქონდათ მოსწავლეებმა ფოთი დაათვალიერეს,
ნახეს ჰიდროგრაფიის შუქურა და ფოთის საკათედრო ტაძარი.
შემდეგ ქობულეთში
ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიის
სააგენტოში ეკოკლუბები შეუერთდა ქობულეთის N1, N2, N3, ხუცუბნის, სასულიერო გიმნაზიის სკოლის ეკოკლუბებს და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან
არსებულ ეკოკლუბს „ეკოქომაგებს“.საგამოფენო დარბაზში მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა.
მათ ესაუბრა ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი თამარ გოგიტიძე ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიის შესახებ.შემდეგ
გადაინაცვლენ სააქტო დარბაზში, სადაც ბუნებრივი რესურსების სპეციალისტმა სოფო თხილაიშვილმა
გააკეთა პრეზენტაცია თემაზე „ჭარბტენიანობა
და ბიომრავალფეროვნება“.განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წლევანდელი
წელი გამოცხადებულია “ჭარბტენიანების მრავალფეროვნების“ წლად.მოსწავლეებს გააცნო ისპანის
უნიკალური ჭაობი- მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი.ე.წ სფაგნუმის ბალიშები
არის უნიკალური ხავსი,მას წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია, რაც
უხვი ნალექის დროს ქობულეთს წყალდიდობებისგან იცავს.ამ ტერიტორიაზე არსებული თეთრი
ხავსი გამყინვარების პერიოდიდან არსებობს და მისი სამი სახეობა მხოლოდ საქართველოში
ხარობს.სწორედ აქ არსებული მცენარეების გამო დაცული ტერიტორიები წარდგენილი იქნა იუნესკოს
ნომინაციაში.
ჭარბტენიან ტერიტორიებს აქვს დიდი მნიშვნელობა, ისინი
ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების
წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე, გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო,
კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით, ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის
ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის.
ხოლო მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს
გარემოს და ეკოსისტემას; ჭაობი არის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცლების
საშუალება, წყლის „ბუნებრივი ფილტრი“, გადამფრენი ფრინველების დროებით საბინადრო, დასვენების
და გამრავლების ადგილი, ეკოტურიზმის განვითარების პოტენციური ტერიტორია და სხვა.
ქალბატონმა სოფომ სერთიფიკატები გადასცა ორივე სკოლის
ეკოკლუბს და წარმატებები უსურვეს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში.ასევე დაურიგა წიგნები
და ბუკლეტები დაცული ტერიტორიების შესახებ.
მოსწავლეებმა ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია
მიიღეს, გადაწყვიტეს ზაფხულში მოაწყონ ისევ ლაშქრობა დაცულ ტერიტორიებზე და მიღებული
ცოდნა პრაქტიკულად განამტკიცონ.ასევე მოამზადონ პრეზენტაცია და სკოლის მოსწავლეებს
გააცნონ დაცული ტერიტორიები.
დაასუფთავეს ქობულეთის სანაპირო ზოლი და მოგროვებული
სანაგვე ურნაში ჩააგდეს.
შემდეგ გზა გააგრძელეს პეტრას ციხის სანახავად, უკან
დაბრუნებისას დაათვალიერეს შეკვეთილში მინიატურული საქართველო და მუსიკალური პარკი.
ნიკო კეცხოველს წიგნში „მეცხრე მთაც გადავიარე“ მცირე
ინფორმაცია აქვს პალიასტომზე და ქობულეთზე.მოსწავლეებმა ამოიკითხეს შემდეგი ფრაზები:“ქობულეთი უნიკალურია
თავის კლიმატით,სადაც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ბარნეოლოგიური მკურნალობა,
რადგან აქაა თანაბარი, ზომიერი კლიმატი,მზიანი დღეც საკმარისად.ვახუშტის მიხედვით:
„ფოთის სამხრით არს ტბა პალიასტომისა,დიდი.ამ ტბით შედის ზღვას მდინარე.აქიდამ შემოვლენ
ნავნი და დგებიან ტბასა შინა განსვენებისთვის“.რაც ახალმა ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ
შესაძლებელი გახადა.მსურველებს ნავებით შეუძლიათ პალიასტომი-ფიჩორის ულამაზესი ზოლის
დათვალიერება და დასვენება.
ფოტო მასალა გამოქვეყნებულია ეკოკლუბის ბლოგზე და სკოლის
ფეისბუკ გვერდზე.https://biofilebi.blogspot.com/
მიზანი 4-ხარისხიანი
განათლება
მიზანი 15:
დედამიწის ეკოსისტემები.
მიზანი 17 - თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის.
No comments:
Post a Comment