Tuesday, December 24, 2019

ნიკო კეცხოველის გზა: ბაღდათი- საირმე

































სამოქმედო გეგმის შესაბამისად 23 დეკემბერს როკითის ეკოკლუბ „ბიოფილებმა“ და ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „გრინფისმა“ ერთობლივად გაიარეს  ნიკო კეცხოველის გზა მარშრუტით ბაღდათი -საირმე, რომლის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ბარნეოლოგიურ კურორტ საიმეზე და მის როლზე ბაღდათის ეკონომიკურ განვითარებაზე.ტური იყო, როგორც შემეცნებითი, ისე გასართობი.შეხვდნენ ნერგეეთის სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც ჩაუტარა სემინარი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე. ისაუბრეს საჯარიმო სანქციებზე, ასევე თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში  კი უნდა დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე 153! შემდეგ „ერთად დავიცვათ ახალი წლის სიმბოლო!”მორთეს ეზოში მდე ბარე ნაძვი.
 გზა გააგრძელეს საირმისკენ.კურორტი საირმე მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და  ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. არის ყველაზე დიდი კურორტი ევროპასა და ამიერკავკასიაში. მწვანე  საფარი შეადგენს 60 ჰექტარს, არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო  ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. დაათვალიერეს საირმის სპა ცენტრი.კურორტზე წარმოდგენილი „თერმული სპა და ველნესი“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს.სპა ცენტრში წარმოდგენილია დახურული აუზი, მარილის  ოთახი, რომელიც საუკეთესოა სასუნთქი გზების და ფილტვების წმენდისთვის, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო  კაბინეტები.აღსანიშნავია, რომ სპა ცენტრში ყველა პროცედურა თერმული  წყაროებით კეთდება. აქვე წარმოდგენილია ღია საცურაო აუზიც, რომელიც მიწიდან ამოსული, 41 გრადუსის თერმული წყაროთი ივსება. მოსწავლეებს  რუსო სახამბერიძემ გაუწია კონსულტაცია. აუხსნა თუ რა პროცედურები ტარდება და რა დანიშნულება აქვს თითოეულს.
ნახეს ზიპ ლაინი - რომელიც 800 მეტრის სიმაღლიდან კურორტის პარკში  მთებიდან ეშვება ყველაზე გრძელია ევროპასა და ამიერკავკასიაში.
თოკების ქალაქი - რომელიც საკმაოდ ექსტერმალური და ძალიან სახალისო გასართობია.
საქართველოს 100 ბუნების საოცრებაში შეყვანილი ქვა, რომელიც საირმის ემბლამადაა ქცეული. ქვაზე ნაძვია ამოსული.
დაათვალიერეს საირმის ჩამოსასხმელი ქარხანა.ტექნოლოგმა აუხსნა მოსწავლეებს ყველა პროცესი, რასაც ბოთლებში ჩასხმული საირმის წყალი გაივლის.ხაზი ორი იყო ერთი პლასტმასის ბოთლების, მეორე კი შუშის. წყალი დააგემოვნეს და მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს.
საირმემ ბაღდათში ბევრი სამუშაო ადგილი შექმა. აშენდა სასტუმროები და დასაქმდა მოსახლეობა, მცირე დროში ჩანს ინფრასტრუქტურის  ცვლილება და ეკონომიკური ზრდა.
შემდეგ მოაწყვეს ლაშქრობა, რაშიც თბილმა ამინდმა შეუწყო ხელი. საირმის ცენტრიდან 2 კმ. ფეხით გაიარეს წითელი მინდორის მიმართულებით, რომელიც კეცხოველმა გაიარა, როცა ბაღდათიდან ადიგენში გადავიდა.ლაშქრობამ კლუბები ერთმანეთს კიდევ უფრო დაახლოვა. საირმის ცენტრში საახალწლო ხელოვნური ნაძვი და საახალწლო დეკორაციები გაკეთებული იყო,ზოგს კიდევ ამთავრებდნენ, მაგრამ მოსწავლეებმა მოჭრილი ნაძვის ტოტების დანახვაზე გადაწყვიტეს გამოხმაურებოდნენ აქციას „ ნუ მოჭრი , მორთე!“, ნაძვებს წვიმები გაუკეთეს, სურათები გადაიღეს და სხვასაც მოუწოდეს ნაძვის ხის მოჭრის საწინააღმდეგო აქციისკენ. აქცია ბაღდათის ცენტრშიც გააკეთეს  და ასე დაამთავრეს მრავალი აქტივობით მოცული შეხვედრა. კლუბებმა გადაწყვიტეს მთელი ინფორმაცია გამოაქვეყნონ თავიანთი კლუბების ბლოგზე.
მდგრადი განვითარების მიზანი 3- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,
მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება, მიზანი-11 ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
მიზანი 15-დედამიწის ეკოსისტემები
 მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის.





No comments:

Post a Comment