წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დროა შემოდგომა ბაღდათის რაიონში.
წლის მოსავლის აღება, რთველი, კეთილშობილი სითხის დაწურვა და ხალისი, რომელიც ამ პროცესს მუდმივად თან ახლავს. როკითის სკოლის ელოკლუბი „ბიოფილების“ თაოსნობით სკოლაში დიდი საშემოდგომო ზეიმი გაიმართა. ღონისძიებაში მთელი სკოლა ჩაერთო. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კლუბის წევრები დაეხმარენ საშემოდგომო დეკორაციების მოწყობაში, რომ დაენახათ თუ რა მდიდარია შემოდგომა როკითში და ამის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო. მოსწავლეებმა შეასრულეს ხელოვნების მასწავლებლის მაია აბდალაძის დახმარებით შემოდგომის ნობათის დიდი პლაკატები, ურემზე მოეწყო გამოფენა, ამოავლეს ჩურჩხელები, ღონისძიება გააცოცხლეს ლექსებით და სიმღერებით, გააკეთეს ნახატების გამოფენა. ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ბავშვების ცხოვრებაში. მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ხელს უწყობს შიმშილის აღმოფხვრას.
No comments:
Post a Comment