Wednesday, January 15, 2020

პროექტი: უსაფრთხო ზებრა-გადასასვლელი































პროექტი: უსაფრთხო ზებრა-გადასასვლელი

ნიკო კეცხოველის სასკოლო გუნდის სახელით როკითის  საჯარო სკოლის ეკოკლუბმა და   როკითის სკოლის კლუბმა „მომავლის თაობამ“   შეიმუშავა პროექტი, რომელიც დაფინანსდა სოფლის გამგეობის მიერ,ბაღდათის მერიის  მხარდაჭერით.
პროექტის სახელწოდება: „უსაფრთხო ზებრა- გადასავლელი“.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია აბდალაძე და თამარ ქორიძე
რეგიონი: იმერეთი
მუნციპალიტეტი: ბაღდათი
განმახორციელებელი: როკითის საჯარო სკოლის  ეკოკლუბი და როკითის კლუბი „მომალის თაობა“
პროექტის განხორციელების ვადა: 10.11.2019-10.12.2019
პროექტის აღწერა:
პრობლემა: ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა არსებობდეს ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი და სხვადასხვა გაფრთხილების შემცველი საგზაო ნიშნები.
არამარტო ქალაქ, არამედ სოფელშიც,  სხვადასხვა უბნებში სიარულისას აღმოჩნდა, რომ სკოლებთან ფეხით მისვლა სულაც არ არის უსაფრთხო. სკოლების უმეტესობასთან არ არის საბავშვო დაწესებულების აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, რიგ შემთხვევებში ვერ ხვდებით შუქნიშანს, ზებრას და სკოლამდე მისასვლელ ტროტუარსაც კი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის წინა სივრცე მთლიანად მანქანებს აქვთ დაკავებული და იქ მცირეწლოვანი ბავშვის მარტო გადაადგილება საშიშია. ასეთი მდგომარეობა არის როკითის სკოლაშიც.
მიხედვით  ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ბავშვებმა მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არისგვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით. ამავე კანონის მიხედვით ტროტუარი არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ქვეითისთვის და საბავშვო დაწესებულებასთან ახლოს უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ შეამცირონ სიჩქარე და ამ მონაკვეთზე შესაძლოა მოძრაობდნენ ბავშვები.
"უსაფრთხო სკოლის სტრატეგიაში" ღნიშნულია, რომ საქართველოში სკოლების უმეტესობა გზასთან ახლოს მდებარეობს და აქედან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს საგზაო ნიშნები და იმგვარი ბარიერები სასწავლო დაწესებულებებთან, რომელიც ხელს შეუშლის მოსწავლეებს ქუჩაში გადარბენაში.
პროექტის მიზანი:
·         ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
·         სკოლის წინ  უსაფრთხო ზებრა -გადასასვლელის გაკეთება
დაგეგმილი აქტივობები და სამუშაოები:
·           კვლევა:რამდენად უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება ბავშვს მაგალითად სახლიდან სკოლამდე?
·         საინფორმაციო შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, საგზაო მოძრაობის წესების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის.
·         პრომო-მასალის დამზადება
·         მძღოლებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალის გადაცემა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოწოდება.
·         ე.წ. „ზებრა“-გადასასვლელი მოხატვა როკითის სკოლის და ბაღის წინ.
ბიუჯეტი: 200 ლარი
განხორციელებული პროექტის მასალა გამოქვეყნებულია ეკოკლუბ „ბიოფილების“  ბლოგზე.
მდგრადი განვითარების მიზანი 4 - ხარისხიანი განათლება, მიზანი 3- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის.

No comments:

Post a Comment