Saturday, January 18, 2020

პროექტი „წყალი სიცოცხლეა“

























პროექტი „წყალი  სიცოცხლეა“
სამოქმედო გეგმის შესაბამისად  როკითის ეკოკლუბ „ბიოფილებმა“ და ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „გრინფისმა“ ერთობლივად შეიმუშავეს პროექტი „წყალი სიცოცხლეა“, რომლის მიზანი იყო  ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ცნობიერების ამაღლება თემში თუ რა არის წყლის დაბინძურება და  რა იწვევს წყლის დაბინძურებას.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1.       კვლევა თუ როგორ მიეწოდება ბაღდათს წყალი, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოკითხეს მოსახლეობა წყლის კითხვარის მიხედვით და აღმოჩნდა, რომ წყალი ბაღდათის მოსახლეობის 65 % მიეწოდება, ისიც გრაფიკით. მოსახლეობა მას სასმელად არ იყენებს, რადგან წვიმაში წყალი იმღვრევა. თავის დაცვის მიზნით წყალს იმარაგებენ წყაროებიდან ან ყიდულობენ მაღაზიებში.ასევე დამატებით ზოგიერთს აქვს ეზოში ჭა,ისიც შეუმოწმებელი.
2.       წყლის კვლევა ბაღდათის სკოლაშიც ჩატარდა. სკოლას წყალი მიეწოდება მილებით , მაგრამ გრაფიკით. დასალევად კი ხმარობენ არტეზიულ ჭას, ასევე დერეფანში დგას სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგმული წყლის დისპენსერები, ერთჯერადი ჭიქებით. წყალი კი მოაქვთ წყაროდან. აიღეს ჭიდან და ონკანიდან წყლის სინჯები და შესამოწმებლად ლაბორატორიაში ჩააბარეს.აღმოჩნდა ორივე შემთხვევაში წყალი სასმელად ვარგისია.
3.       ჩატარდა პრეზენტაციები, რომელსაც ესწრებოდა დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლებიდა ორივე ეკოკლუბის წევრები .
o   პრეზენტაცია  „წყლის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის“ გააკეთა მანანა ხეცურიანმა. მან ისაუბრა იმაზე, რომ  წყალი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ელემენტია და  წყლის გარეშე ცხოვრება ადამიანს არ შეუძლია.
o   პრეზენტაცია „წყლის მოხმარება დედამიწაზე“ გააკეთა ანი გოგსაძემ
ისაუბრა იმაზე, რომ ყოველდღიურად, ჩვენი პლანეტის მოსახლეობა მოიხმარს 7-8 მილიარდ ტონა წყალს. მართალია მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რაციონალური მოხმარების შემთხვევაში წყლის რესურსები ამოუწურავია, მაგრამ ადამიანის ზრდად მოთხოვნებს, შეიძლება მოჰყვეს წყლის რესურსების ბუნებრივი აღდგენის შესაძლებლობებისა და ბუნების წონასწორობის დარღვევა.
ბოლო 40 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა, ამჟამად აღწევს 7,2 მილიარდს და მიმდინარე ასწლეულის შუა წლებში შესაძლოა კიდევ გაორმაგდეს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რიცხვის ძირითადი ზრდა, ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც წყლის რესურსები პრაქტიკულად ამოწურულია.
დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 60% -შეადგენს ზონები, სადაც არ არის მტკნარი წყალი, ან იგრძნობა მათი მწვავე ნაკლებობა. პლანეტის დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი იტანჯება ავადმყოფობებით, რომელიც გამოწვეულია წყლის ნაკლებობით ან არასრულფასოვანი წყლის მოხმარებით.
o   პრეზენტაციაზე „წყლის დაბინძურება და გადაჭრის გზები“ ისაუბრა ნინო გრძელიძემ.განიხილა წყლის დამაბინძურებელი პესტიციდები, სასუქები,ნავთობ პროდუქტები, ქიმიური, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნაჩენები და სხვა.აქვე აღნიშნა რომ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა არის თითოეული ადამიანის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება, კანონის  და საჯარიმო სანქციების გამკაცრება.
o   პრეზენტაცია“წყლის გაწმენდა“  გააკეთა ზოი პოტამიტმა. მან დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა, რომ წყალს მდინარეებიდან ვიღებთ და მისი სათანადო დამუშავების შემდეგ სასმელად ვარგისი ხდება. სასმელი წყალი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ნივთიერებებს, რომელიც დამუშავების პროცესში წყალს უნარჩუნებენ, შეტივტივებულ ნაწილაკებს და ავადმყოფობის გამომწვევ მიკროორგანიზმებს კი- აშორებენ. წყლის გაწმენდის პროცესი შემდეგი თანმიმდევრობით ხდება:1. საცერი - დიდი საგნების მოსაცილებლად 2.რეზერვუარი -წყლის შესანახად და დასაწდომად 3. ფილტრი  (ქვიშისა და ხრეშის)- მცირე ზომის უხსნადი ნაწილაკების  მოსაშორებლად. 4.ქიმიური დამუშავება -თვალით უხილავი ბაქტერიების მოსაცილებლად  წყალს უმატებენ ოზონს ან ქლორს 5. გაწმენდილი წყალი შესანახად იტუმბებ ასამოხმარებლო რეზერვუაში საიდანაც მიეწოდება მოსახლეობას.
4.       მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო ფილმები:
რა არის წყლის დაბინძურება? | რა იწვევს წყლის დაბინძურებას? |https://www.youtube.com/watch?v=MEb7nnMLcaA
წყლის დაბინძურების მიზეზები და შედეგები - მდგრადობა https://www.youtube.com/watch?v=71IBbTy-_n4&feature=youtu.be&fbclid=IwAR0EZiQ-H_J18GJRpzw9mrrLrjxpq621Yub_zabyXa3C9HCnbbxmR_gGnBs
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელია სუფთა  წყალი და ყველამ უნდა დაიცვას  წესები, რომ არ მოხდეს წყლის დაბინძურება.
5.       მოსწავლეები დაიყვნენ 3 ჯგუფად გააკეთეს პლაკატები: „წყალი სიცოცხლეა“ და დერეფანში გააკრეს.
6.       16 იანვარს მოეწყო შევხვდრა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაღდათის სერვის ცენტის უფროსს  თეიმურაზ გოგსაძესთან  და ლაბორანტ  რუსუდან ფურცელაძესთან, რომლებმაც პასუხი გასცეს მოსწავლეთა შეკითხვებს.კერძოდ ცნობილი გახდა რომ ბაღდათს წყალი მიეწოდება საირმის მთებიდან მომდინარე ღელიდან “რუდულადან“. წყალი გაივლის საცერს და სპეციალურ რეზერვუარში ხდება დაწდომა, შემდეგ ეტაპზე გაივლის ფილტრაციას და ქიმიური დამუშავება ქლორირება ხდება სოფელ წაბლარასხევში მდებარე რეზერვუარებში, საიდანაც წყალი თავს იყრის სამომხმარებლო რეზერვუარში, რომელიც მდებარეობს ბაღდათში ფორჩხიძეების უბანში. მისი ტევადობა შეადგენს 200 000 ლიტრს და აღნიშნული რეზერვუარიდან წყალი მიეწოდება  ქ.ბაღდათის და სოფლების: ნერგეეთის, ზედა დიმის და ფერსათის მოსახლეობას.
მოსწავლეები გაეცნენ ახალ ინფორმაციას: 2020 წლიდან იწყება აღნიშნული წყალმომარაგების სისტემი რეაბილიტაცია და გაფართოება, რომელსაც აფინანსებს გერმანული მხარე, რაც შესაძლებლობას იძლევა ბაღდათთან ახლოს მდებარე სხვა  სოფლებსაც მიეწოდოს წყალი, ასევე თუ დღეს მოსახლეობის მხოლოდ 35% სარგებლობს 24 საათიანი წყალმომარაგებით აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ყველა ოჯახისათვის. ზოგიერთი სოფლის მოსახლეობისათვის იგეგმება არტეზიული ჭების მშენებლობა. წყლის ქიმიურ შემოწმებას ყოველდღიურად ახდენს ქალბატონი რუსუდან ფურცელაძე, ხოლო ბაქტერიოლოგიური კვლევებისათვის წყლის სინჯი იგზავნება ქ. ქუთაისში.
7.       ორივე ეკოკლუბის წევრებს კარგი ლაშქრობაც გამოუვიდათ, ფეხით ავიდნენ  სამომხმარებლო რეზერვუარის სანახავად.საიდანაც მთელ ბაღდათს ზემოდან გადაჰყურებ. რეზერვუარი ღობით არის შემოსაზღვრული და  მეთვალყურეობას უწევს რამდენიმე ათეული წელია მერაბ ბაღდოშვილის ოჯახი. მათგან შეიტყვეს, რომ ყოველწლიურად-ზაფხულში ხდება რეზერვუარის გაწმენდა გასუფთავება დანალექი მასისაგან და იგეგმება უფრო დიდი ტევადობის რეზერვუარის მშენებლობა.
8.       განხორციელებული პროექტის მასალა ატვირთულია კლუბის ბლოგზე.
მდგრადი განვითარების მიზანი 3- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
მიზანი  4-ხარისხიანი განათლება და სათემო განვითარება.
მიზანი 6- წყალი და სანიტარია
მიზანი 17 - თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის.



No comments:

Post a Comment