Wednesday, December 25, 2019

პროექტი "არა ნარკოტიკს, არა ალკოჰოლს, არა თამბაქოს"















სამოქმედო გეგმის შესაბამისად,პროექტის „არა სიგარეტს! არა ალკოჰოლს! არა ნარკოტიკს!..“ როკითის საჯარო სკოლის ეკოლუბის წევრმა ანი  სარალიძემ  სემინარი  თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ ნარკომანიის  შესახებ. სემინარს ესწრებოდა ბაღდათის N1 სკოლის ეკოკლუბი „გრინფისი“ს წევრები და ხელმძღვანელი ლია ტყემალაძე, ასევე  სოფლის ექიმი ირმა არწივიძე და ექთანი სოფო ცერცვაძე. ნარკომანია თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს თანამედროვე სოციალური პრობლემაა.
სემინარზე ისაუბრეს თუ რა არის ნარკომანია, რა ზიანს აყენებს ის ადამიანის ორგანიზმს.ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში მათი ზემოქმედების უარყოფით და ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებზე. დეტალურად აღწერა, თუ როგორ ხდება ადამიანი ნარკოტიკის მიმართ დამოკიდებული, ახალგაზრდებს აჩვენეს ვიდეო ნარკომანიის შესახებ
 მოაწყვეს მსჯელობა ნარკომანია ავადმყოფობა თუ დანაშაული? რომელიც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.ორი განსხვავებული მხარე: საზოგადოების  ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ნარკომანია დანაშაულია, მოითხოვენ ნარკომანების დაპატიმრებას და მათ იზოლაციას საზოგადოებისაგან.საზოგადოების მეორე ნაწილი თვლის, რომ ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. თუმცა თუ საზოგადოება გვერდში არ დაუდგება და მხარდაჭერას არ გამოიჩენს, მხოლოდ სამედიცინო დახმარება საკმარისი არ იქნება. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, ჩვენმა საქციელმა უნდა აგრძნობინოს მათ, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი წინაა!
გაეცნენ ნარკომანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და შედეგებს.ორივე სკოლის ეკოკლუბელებმა ისაუბრეს როგორ დაიცვან ისინი, ვისაც ნარკოტიკი ჯერ არ გაუსინჯავს?გააკეთეს პლაკატი და  პოსტერები მოწოდებებით და დერეფანში გააკრეს. გამოვლინდა საუკეთესო ნახატების ავტორები ანტინარკოტიკულ თემაზე. დაიგეგმა მშობლებთან ასეთი სემინარის ჩატარება, რადგან მშობელი ყველაზე ბოლოს იგებს მისი შვილის ამბავს და ხასიათის ცვლილებით შეამჩნევს პრობლემას და დროულად ჩარევა საქმეს გამოასწორებს. დასახეს სამომავლო მიზნები, თუ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენს თემში მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.
მდგრადი განვითარების მიზანი:  3- ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4-ხარისხიანი განათლება და სათემო განვითარება.
მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის

არა ალკოჰოლს






სამოქმედო გეგმის შესაბამისად,პროექტის „არა სიგარეტს! არა ალკოჰოლს! არა ნარკოტიკს!..“  როკითის საჯარო სკოლის ეკოლუბის  წევრმა მაკა  სიორდიამ ჩაატარა სემინარი  თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ ალკოჰოლის და  ალკოჰოლით მოწამვლის შესახებ. სემინარს ესწრებოდა ბაღდათის N1 სკოლის ეკოკლუბი „გრინფისი“ს წევრები და ხელმძღვანელი ლია ტყემალაძე, ასევე  სოფლის ექიმი ირმა არწივიძე და ექთანი სოფო ცერცვაძე.  აღინიშნა, თუ რა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს ადამიანის ორგანიზმისთვის. ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, ტვი­ნის შემ­დგომ, ყვე­ლა­ზე ხში­რად ღვიძ­ლი ზი­ან­დე­ბა. თუ პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ფსი­ქი­კის დარ­ღვე­ვა­სა და აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის და­ბინ­დვას­თან, მე­­რე შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი დგე­ბა. ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი და ხან­გრძლი­ვი მოხ­მა­რე­ბა (10-12 და მეტი წელი) ღვიძლს აზი­­ნებს, თო­რემ ალ­კოჰო­ლის (მეტ­წი­ლად, ღვი­ნის) ზო­მი­­რად მი­ღე­ბით (მა­გა­ლი­თად, სა­დი­ლო­ბი­სას 1 ჭიქა ღვი­ნო), პი­რი­ქით - ჯან­მრთე­ლო­ბას სარ­გე­ბელ­საც კი მო­ვუ­ტანთ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად (რამ­დე­ნი­მე წელი), ღვიძ­ლის და­ზი­­ნე­ბა პა­ცი­ენტს არ აწუ­ხებს, მაგ­რამ თუ აკ­ლო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უეჭ­ვე­ლად იჩენს თავს. მით უმე­ტეს, თუ ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბად მი­ღე­ბას თან ახ­ლავს ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ და­­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ასე­თი ფაქ­ტო­რე­ბია, მა­გა­ლი­თად, ცუდი კვე­ბა (არა­კა­ლო­რი­­ლი, ცი­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით ღა­რი­ბი საკ­ვე­ბი), ასა­კი (რაც უფრო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში იწყე­ბენ ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას, ღვიძ­ლის და­ზი­­ნე­ბის მით უფრო მეტი შან­სია), ალ­კოჰო­ლის მი­მართ გე­ნე­ტი­კუ­რად ჩა­დე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა, ნი­კო­ტი­ნი, ყავა, და სხვა. წა­მა­ლი და ალ­კოჰო­ლი ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. მათი ერ­თდრო­უ­ლად მოხ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, წამ­ლის მოქ­მე­დე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ზოგ­ში კი - გაძ­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა.
მოსწავლეებს დაურიგდა ფურცლები რჩევებით, რომელიც აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ალკოჰოლით მოწამვლისას. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ფურცლები რჩევებით მოსახლეობაში დაარიგონ, ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროცესი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ბოლოს „გრინფისის“ და   „ბიოფილების“ კლუბის წევრებმა  შექმნეს პლაკატები აღნიშნულ თემაზე.
მდგრადი განვითარების მიზანი:  3- ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4-ხარისხიანი განათლება და სათემო განვითარება.
მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის


არა თამბაქოს






სამოქმედო გეგმის შესაბამისად, პროექტისარა სიგარეტს! არა ალკოჰოლს! არა ნარკოტიკს!..“ როკითის საჯარო სკოლის ეკოლუბის წევრმა მერი კოხოძემ   ჩაატარა სემინარი  თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ თამბაქოს  შესახებ. სემინარს ესწრებოდა ბაღდათის N1 სკოლის ეკოკლუბი „გრინფისი“ს წევრები და ხელმძღვანელი ლია ტყემალაძე, ასევე  სოფლის ექიმი ირმა არწივიძე და ექთანი სოფო ცერცვაძე.მერიმ ისაუბრა თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ადამიანის ორგანიზმისთვის.სიგარეტის მოწევისას თამბაქოსთან ერთად პაპიროსის ქაღალდიც ალდება. ამ დროს დაახლოებით 1200 მავნე ნივთიერება დაითვალეს , მათ შორის ნახშირჟაანგი, ჭვარტლი, ბენზპირენი, დარიშხანი,  წყალბადი, აცეტინი,  რადიაქტიური ელემენტები... და ბოლოს, კუპრი, რომელსიც  43 კანცეროგენი  (კიბოს გამომწვევი კომპონენტი ).ისაუბრეს მიზეზებზე, თუ რატომ იწყებენ  მოწევას ადამიანები.
ნაჩვენები იქნა ვიდეო ფილმი თამბაქოს უარყოფით ზემოქმედების შესახებ.  https://www.youtube.com/watch?v=HD__r66sFjk ეს იყო ექსპერიმენტი თუ რა ემართება ბამბას და ჰაერს 30 სიგარეტის მოწევის დროს.
https://www.youtube.com/watch?v=o3I0mJ2RfU0 ფილმი ასწავლის რა ზიანს აყენებს სიგარეტის სისტემატიური მოწევა ადამიანის ორგანიზმს.თუ როგორ ხდება ადამიანი მის მიმართ დამოკიდებული.
ორივე სკოლის კლუბის წევრებმა გამართეს დისკუსია, კითხვებზე პასუხს სცემდა ექიმი ირმა არწივიძე.მოეწონა ბავშვების აქტიურობა და უსურვა წარმატებები წამოწყებულ ინიციატივაში.მოაწყვეს კონკურსი თამბაქოს საწინააღმდეგო პლაკატების და დერეფანში გამოფინეს.“მოწევა თავის მოკვლის ყველაზე სისულელე მეთოდია“.„მოწევა კლავს!!!“ „მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას“, ყველას მოეწონა თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამა „სიგარეტი კლავს მეტს ვიდრე ჰიტლერმა მოკლა.“.გამოკითხულ მოსწავლეთა უმრავლესობის მამები  სიგარეტის მომხმარებელია.მოსწავლეები გამოვიდნენ ინიციატივით: მამებს უნდა დაანებებინონ სიგარეტის მოწევას თავი. მოსახლეობის ჩართვის მიზნით გააკეთეს აქცია მწეველებს სიგარეტი  კამფეტში გაუცვალეს. ამ აქციამ ბევრი გაამხიარულა და პირობა დადეს სიგარეტს აღარ მოწევდნენ. შედეგი თვითონაც აინტერესებთ,თუ რამდენ ადამიანს ათქმევინებენ უარს სიგარეტზე . ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით იგეგმება ორი  სოფლის დიდველა-როკითის ახალგაზრდების ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შემდეგ კი ბაღდათის N1 სკოლის და როკითის სკოლის გუნდების მხიარული სტარტები.
მდგრადი განვითარების მიზანი:  3- ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 4-ხარისხიანი განათლება და სათემო განვითარება.
მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის

No comments:

Post a Comment