როკითის საჯარო
სკოლის ეკოკლუბმა „ ბიოფილებმა“ აიღო ინიციატივა ერთი დღით გაეცოხლებინათ სოფლის კლუბი.ამ
ღონისძიების მიზანი იყო თემისთვის ეჩვენებინათ თუ რა მნიშვნელობა აქვს სოფლის ახალგაზრდობისთვის
კლუბს. ასევე გარემოსდაცვით თემაზე ნახატების გამოფენის მოწყობით გარემოსდაცვითი ცნობიერების
ამაღლება და ნარჩენების თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმირებულობის ხელშეწყობა.ღონისძიებას
წინ
წინ უძღოდა კვლევა იმის შესახებ, თუ რა იცოდა მოსახლეობამ
ნარჩენების გადამუშავების შესახებ. კვლევაში კლუბს შეუერთდა ბაღდათის N1 საჯარო სკოლის
ეკოკლუბი „გრინფისი“და ისინიც დამოუკიდებლად აწარმოებდნენ კვლევას.მოსახლეობა პასუხობდა
3 კითხვას: 1. რა განსხვავებაა ნაგავსა და ნარჩენს შორის? 2. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება
შემცირდეს ნაგავი? 3. გსემიათ ნარჩენების დახარისხება- გადამუშავების შესახებ?
გამოკითხული 50- მდე მოსახლიდან ძალიან მცირე ნაწილმა გასცა სწორი პასუხი კითხვებზე.მცირემ
იცის რა არის თითოეული ადამიანის როლი ნარჩენების
მართვის პროცესში, მაგრამ ყველა საუბრობდა
ნარჩენების მავნე ზემოქმედებაზე გარემოსა და ჯანმრთელობაზე. მოსწავლეებმა გადასცეს ბროშურები, რაც დაეხმარებათ მიიღონ
ინფორმაცია ნარჩენების
მართვასთან დაკავშირებით.მალე ყველა ვალდებული იქნება დაახარისხოს
ნარჩენი შესაბამის კონტეინერებში( ქაღალდი, მინა,მეტალი, პლასტმასა).ნარჩენების
გადამუშავება ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას, შედეგად ნაკლები
რაოდენობის ნარჩენი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც იწვევს რესურსების დაზოგვას და
ამცირებს დაბინძურების რისკს.
როკითის კლუბში გამოფენა საინტერესოდ ჩატარდა,გამოიფინა
მოსწავლეების მიერ შესრულებული 20
მდე დიდი ფორმატის ნახატი. ამასთან ერთად
სტუმრებს ესაუბრენ ნარჩენების შემცირების ხერხების შესახებ და გადასცეს
საინფორმაციო ბუკლეტები. მოსწავლეებმა გამოფენა
ცოცოხალი მუსიკით გააფორმეს. მართლაც გააცოცხლეს ერთი დღით სოფლის კლუბი.მოსულმა სტუმრებმა
მოიწონეს მოსწავლეების ნახატები, შეაქეს და მადლობა გადაუხადეს ეკოკლუბელებს.
მიზანი 4-ხარისხიანი განათლება
მიზანი 12 -გონივრული მოხმარება და წარმოება.
მიზანი15- დედამიწის ეკოსისტემების დაცვა
მიზანი 17- თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის
No comments:
Post a Comment