
კლიმატის ცვლილება - კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირების კიდევ ერთი გამომწვევი ფაქტორია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილების ისეთი თანმდევი პროცესი, როგორიცაა კლიმატური სარტყლების წანაცვლება, ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაწევა, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ტერიტორიების შემცირებით საფრთხეს შეუქმნის ჩრდილოეთის სახეობების არსებობას. გარდა ამისა, დედამიწაზე გავრცელებულ ცოცხალ ორგანიზმებს მოუწევთ, შეეგუონ ახალ გარემოპირობებს, სახეობები კი, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ გადაშენდებიან.
No comments:
Post a Comment