Monday, May 11, 2020

ტყე

https://www.facebook.com/100000520301447/videos/3464905720203404
ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. საქართველოში ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ ასრულებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოციალურ-ეკოლოგიურ ფუნქციებს. მოსახლეობას უწყვეტად აწვდის სასიცოცხლო რესურსებს, უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრასა და ეკონომიკის ისეთი დარგების მდგრად განვითარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.
ტყეების დაცვის აუცილებლობა გლობალურ დონეზეა აღიარებული. საქართველო წარმოადგენს რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმომწერ მხარეს, რითიც ქვეყანას იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ტყეების მართვა მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით.

No comments:

Post a Comment