ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 "ურთიერთობა მდგრადი განვითარებისთვის"
Saturday, May 30, 2020
Friday, May 29, 2020
Thursday, May 28, 2020
Friday, May 22, 2020
Saturday, May 16, 2020
Thursday, May 14, 2020
"მედიაწიგნიერების Weekend-ი ირაკლი იაგორაშვილთან ერთად"
https://www.facebook.com/photo?fbid=3221984571159314&set=a.275308315826969
გაინტერესებთ, თუ როგორ გადაამოწმოთ ყალბი ინფორმაცია?
თელავის ამერიკული კუთზე 9-10 მაისს გთავაზობთ მცირე ონლაინ კურსს ინფორმაციის გადამოწმების შესახებ.
"მედიაწიგნიერების Weekend-ი ირაკლი იაგორაშვილთან ერთად" - თელავის ამერიკული კუთხის Facebook Live.
ირაკლი იაგორაშვილი - მედიის განვითარების ფონდის რეგიონული ლაბორატიის ქსელის წევრია და უკვე სამი წელია პროექტ "მითების დეტექტორისთვის" სტატიებს ამზადებს. ის ასევე პროგრამის "ისწავლე, რათა ამოიცნო/Learn to Discern - IREX" ერთ-ერთი მასტერ ტრენერია.
შეხვედრის განრიგი:
9 მაისი - 18:00 სთ - ფოტო/ვიდეო გადამოწმება, პიროვნების იდენტიფიცირება
10 მაისი - 18:00 სთ - გეოლოკაცია, ვებ-გვერდის შემოწმება
ბიომრავალფეროვნების საფრთხეები
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასთან ერთად აუცილებელია, ვიცოდეთ მეტი ბიომრავალფეროვნების ძირითად საფრთხეებზე
ბიომრავალფეროვნება მუდმივად განიცდის სხვადასხვა სახის ზემოქმედებას, რომელიც გამოწვეულია როგორც ბუნებრივი პროცესებით, ისე ანთროპოგენული (ადამიანის საქმიანობით გამოწვეული) ფაქტორებით.
მსოფლიოს მოსახლეობის მკვეთრმა მატებამ და ინდუსტრიალიზაციის მაღალმა ტემპა საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნა ბიოლოგიურ რესურსებზე და შესაბამისად, გაიზარდა უარყოფითი ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზეც.
მეცნიერები გამოყოფენ ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი საფრთხეების ხუთ ძირითად ფორმას:
ჰაბიტატების დეგრადაცია/ფრაგმენტაცია - ადამიანების ინტენსიური საქმიანობის შედეგად ხდება ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლებისათვის საბინადრო გარემოს (ჰაბიტატების) გარდაქმნა ან გაუარესება, რის გამოც ის საცხოვრებლად უვარგისი ხდება. საცხოვრებლის კარგვის შედეგად ცხოველთა ნაწილი იღუპება, ნაწილი კი იძულებით გადაადგილდება მისთვის შესაბამისი საცხოვრებელი გარემოს ძიებაში, რაც ხშირად წარმატებით არ სრულდება.
გარემოს დაბინძურება - გარემოს დაბინძურება იწვევს როგორც ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლების დაღუპვას, ასევე ჰაბიტატების დაზიანებას. დაბინძურებული ჰაბიტატი ცხოველებისა და მცენარეებისათვის საცხოვრებლად გამოუსადეგარი ან არაკომფორტული ხდება.
ჭარბი მოპოვება - ბოლო საუკუნეებში ადამიანების რიცხოვნობის მკვეთრ ზრდასთან ერთად გაიზარდა ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოპოვებაც. ჭარბი მოპოვებისას ბუნებიდან ამოღებული რესურსების ახალი თაობით ჩანაცვლება ვერ ესწრება, რაც სახეობის გადაშენების საფრთხეს ქმნის.
ინვაზიური სახეობები - ინვაზიური, ბუნებრივ გარემოში ხელოვნურად შემოყვანილი სახეობები ხასიათდებიან ახალ გარემოპირობებთან შეგუების მაღალი უნარით, ვრცელდებიან საკმაოდ სწრაფად და მეტოქეობას უწევენ ადგილობრივ სახეობებს საცხოვრებლის დაკავებასა და საკვების მოპოვებაში. კონკურენციის ფონზე მცირდება ან მთლიანად ქრება ადგილობრივი სახეობა.
კლიმატის ცვლილება - კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირების კიდევ ერთი გამომწვევი ფაქტორია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილების ისეთი თანმდევი პროცესი, როგორიცაა კლიმატური სარტყლების წანაცვლება, ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაწევა, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ტერიტორიების შემცირებით საფრთხეს შეუქმნის ჩრდილოეთის სახეობების არსებობას. გარდა ამისა, დედამიწაზე გავრცელებულ ცოცხალ ორგანიზმებს მოუწევთ, შეეგუონ ახალ გარემოპირობებს, სახეობები კი, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ გადაშენდებიან.
88
მომწონს
კომენტარი
Monday, May 11, 2020
ტყე
https://www.facebook.com/100000520301447/videos/3464905720203404
ტყე საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს. საქართველოში ტყე არა მხოლოდ უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას განაპირობებს, არამედ ასრულებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოციალურ-ეკოლოგიურ ფუნქციებს. მოსახლეობას უწყვეტად აწვდის სასიცოცხლო რესურსებს, უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბის აღმოფხვრასა და ეკონომიკის ისეთი დარგების მდგრად განვითარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.
ტყეების დაცვის აუცილებლობა გლობალურ დონეზეა აღიარებული. საქართველო წარმოადგენს რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმომწერ მხარეს, რითიც ქვეყანას იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ტყეების მართვა მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით.
Friday, May 8, 2020
Subscribe to:
Posts (Atom)
-
პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო ზღაპრის საათი, რომლის მიზანი იყო ბაღის აღსაზრდელებისთვის გვესწავლებინა წიგნის სიყვარული და კვირაში ერთხელ ვ...