სსიპ ბაღდათის სოფელ როკითის საჯარო
სკოლის ეკოკლუბ „ბიოფილებმა“ გაზაფხულის შემოსვლას დაუკავშირეს სკოლის ეზოს დასუფთავება,
საყვავილე გაზონების დაბარვა და ყვავილების დარგვა, სამუშაოდ თითქმის ყველა მოსწავლე იყო გამოსული,
ვისაც რა შეეძლო იმას აკეთებდა. შემოსასვლელი ბილიკი ძალზე გრძელია, ერთ დღეში მისი
მოწესრიგება ვერ მოხერხდა, შემდეგ დღეებში აპირებდნენ დამთავრებას, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო ყველა გეგმა შეიცვალა.სკოლაში
დაბრუნებისას დაამთავრებენ სამუშაოს, მანამდე კი მოსწავლეებმა ყვავილის თესლები თავიანთ სახლში დათესეს და შემდეგ ნერგებს
სკოლაში მიიტანენ. ასე ცდილობენ სკოლის ეზოს გალამაზებას.